33 წლის ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, High School Musical-ის ვარსკვლავი ზაკ ეფრონი გასულ დღეს მეგობარ გოგონასთან Vanessa Valladares-თან ერთად დააფიქსირეს. პაპარაცებმა ისინი სიდნეიში შენიშნეს, მათ შობისა და ახალი წლის დღესასწაული ერთად გაატარეს. როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან მათი ურთიერთობა უკვე სერიოზულ ეტაპზეა. შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი 2020 წლის ივლისში Byron Bay-ში გაიცნო და მას შემდეგ ერთად არიან.