ვიქტორია ბექჰემსა და შაკირას საერთო სანერვიულო გამოუჩნდათ! ცნობილი ლამაზმანების მეუღლეები - დევიდ ბექჰემი და პიკე, როგორც ჩანს, წელს კიდევ ერთი ჰობით დაინტერესდნენ და ეს არც მეტი, არც ნაკლები - კაზინოებია.
მართალია, თავად დევიდ ბექჰემმა მექსიკასა და სინგაპურში მდებარე კაზინოებში საკმაოდ დიდი თანხა დააბანდა, ინვესტიციის პარალელურად სათამაშო ადგილებს თავადაც სტუმრობს, ისევე როგორც პიკე. როგორც ესპანური გამოცემა Elfutbolero წერს, აღნიშნული ფაქტი ფეხბურთელების მეუღლეებს -შაკირასა და ვიქტორიას საკმაოდ აშფოთებს.