ბილი აილიში სულ ცოტა ხნის წინ 19 წლის გახდა და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებული არტისტის სახელს დღემდე წარმატებით ინარჩუნებს. მის ცხოვრებას ინსტაგრამზე 73 მილიონი ადამიანი ადევნებს თვალს და როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი მათგანისთვის მომღერლის ახალი პოსტი უსიამოვნო აღმოჩნდა.
საქმე იმაშია, რომ მომღერალმა მის მიერ შესრულებული სკეჩები გამოაქვეყნა, რომელზეც ორი ქალის შიშველი სხეულია ასახული. შიშველი მკერდის ნახატის შემდეგ აილიშს გამოწერა 100 000-მა გამომწერმა გაუუქმა.