რეალითი შოუს ვარსკვლავმა, 40 წლის კიმ კარდაშიანმა ოჯახის წევრებთან ერთად შობის დღესასწაული გლამურულად აღნიშნა და სოციალურ ქსელში უამრავიფ ტოები განათავსა. ვარსკვლავს არც საჩუქრები დავიწყებია. ფანების ყურადღება იმ საჩუქარმა მიიქცია, რომელიც კიმმა ქლოეს აჩუქა.
კიმმა ქლოეს Judith Leiber-ის, კრისტალებით მორთული, კალათბურთის ბურთის ფორმის ჩანთა აჩუქა, რომლის ღირებულება 4,000 დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ქლოეს მეგობარი მამაკაცი და შვილის მამა, ტრისტან ტომფსონი კალათბურთელია.