51 წლის ვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპეზი არაჩვეულებრივი იმიჯით და გემოვნებით ნამდვილად გამოირჩევა. დიდი პოპუალრობის გამო ის პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ ხშირად ხვდება, თუმცა მისი გამოჩენით ფანებს იმედებს არასოდეს უცრუბეს, რადგან ის მუდამ შესანიშნავად გამოიყურება. ახლახანს ის საქმროსთან, ალექს როდრიგეზთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს.
ჯენიფერმა არჩევანი ნაცრისფერ მაისურსა და ამავე ფერის სპორტულ შარვალზე შეაჩერა, რომელსაც ბეჟი თრენჩი და ყავისფერი ფეხსაცმელი შეუხამა.