რეალითი შოუს ვარსკვლავი, 41 წლის კორტნი კარდაშიანი სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით გამოირჩევა. მის ინსტაგრამ გვერდზე ხშირად შეხვდებით ფოტოებს, სადაც ის სხვადასხვა გემოვნებიან, გლამურულ და სექსუალურ იმიჯს ირგებს. ახლახანს მან ზაფხულში, მექსიკის კურორტ კაბო-სან-ლუკასში გადაღებული, აქამდე უცნობი ფოტოები გაგვიზიარა.
ფოტოებში მან ბრენდ Tj Swim-ის 122 ფუნტის ღირებულების, ვარდისფერი საცურაო კოსტუმი მოირგო. აღსანიშნავია, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია და არაჩვეულებრივად გამოყურება.