32 წლის სუპერმოდელი ელზა ჰოსკი პირველ შვილს მეუღლისგან, ტომ დელისგან ელოდება. ფეხმძიმობის განმავლობაში ელზა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიური ფახდა, ის გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს. ამჯერად ელზამ ახალ გადაღებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მის ორსულობას ხაზს უსვამდა.
გადაღებისთვის ელზამ რამდენიმე იმიჯი მოირგო. ფოტოების ნაწილში ელზას თეთრი სამოსი აცვია, რამდენიმე კადრისთვის კი ის შავ ფერის სამოსს და 1410 ფუნტის ღირებულების Prada-ფეხსაცმელსაც ირგებს, თუმცა მოდელმა სოციალურ ქსელში ის ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც ის სრულიად შიშველი პოზირებს.