28 წლის მოდელი კარა დელევინი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის უამრავ ცნობილ ბრენდთან და დიზაინერთად თანამშრომლობს. ახლახანს მან ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ცნობილი ბრენდის Savage x Fenty-ის ახალი კოლექციის გადაღებაზე იმყოფებოდა.
ფოტოში კარას შავი საცვლები აცვია, რომელიც ამავე ფერის, მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან და ვერცხლის აქსესუარებთან ერთად მოიხდინა. ამას გარდა კარამ ინსტაგრამზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე, მეტ გალაზე გადაღებული აქამდე უცნობი ფოტოც გამოაქვეყნა.