38 წლის მსახიობი ჯესიკა ალბა სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა და არც პაპარაცების ობიექტივში ხდება ხშირად, თუმცა ამჯერად ის ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის, Westfield Century City Mall-ის დატოვებისას შენიშნეს.
ჯესიკამ არჩევანი ყავისფერი ფერის სამოსზე შეაჩერა. მას ნაქსოვი მაისური ეცვა, რომელსაც ამავე ფერის, აბრეშუმის ქვედაბოლო, წინდები და ფეხსაცმელი ოქროს აქსესუარებთან და შავ ჩანთასთან ერტად შეუხამა.