29 წლის მოდელი ემილი რატაკოვსკი მის პირველ შილს მეუღლისგან, სებასტიან ბეარ მაქკლარდისგან ელოდება. ფეხმძმობის პერიოდში მოდელი სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიური გახდა და გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც მან ინსტაგრამზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა.
ახალი ფოტოდან ვიგებთ, რომ ემილი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში იმყოფება. ის სარკის წინ პოზირებს და თეთრ მაისურს, ჯინსის შარვალთან და ჩალის ქუდთან ერთად ირგებს.