21 წლის მომღერალი მედისონ ბირი სოციალიურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, თუმცა პაპარაცების ობიექტივში ხშირად არ ხვდება. გამონაკლისი უკანასკნელი შემთხვევა აღმოჩნდა, როდესაც ის ბევერლი ჰილსში საახალწლოდ შოპინგობდა.
მომღერალმა კომფორტული სამოსი მოირგო. მას ნაცრისფერი ტოპი ეცვა, რომელზეც დევიდ ბოუის 1986 წლის ფილმის, „ლაბირინთის“ ფოტოა გამოსახული. მაისურს მომღერალმა სპორტული შარვალი, თეთრი კედები და შავი კები ოქროს აქსესუარებთან ერთად შეუხამა.