31 წლის მოდელი და ბრენდ Victoria's Secret-ის ანგელოზი მართა ჰანტი ახლა ნიუ-იორკში საქმროსთან, ჯეისონ მცდონალდთან ერთა იმყოფება. მოდელი სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა და არც პაპარაცების ობიექტივში ხვდება ხშირად, თუმცა ახლახანს მან გამონაკლისი დაუშვა, როდესაც ინსტაგრამზე რამდენიმე ახალი ფოტო განათავსა.
ფოტოებში მართა ნიუ-იორკში საახალწლო დეკორაციების ფონზე პოზირებს. მას შავ-თეთრი გლამურული თრენჩი აცვია, რომელსაც ფორთოხლისფერი ჩექმა და შავი ჩანთა შეუხამა.