39 წლის სუპერმოდელი და ბრენდ Victoria’s Secret-ის ანგელოზი ალესანდრა ამბროსიო ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და მოთხოვნადი მოდელია, რომლის ფოტოებსაც უამრავი ჟურნალის გარეკანზე შეხვდებით. წლების განმავლობაში ის მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობს და ამასთან ერთად საკუთარ ბრენდსაც Gal Floripa-საც აქტიურად არეკლამებს.
ახლახანს მან სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოქვეყნა, სადაც საკუთარი ბრენდის ახალი ხაზის საცურაო კოსტუმი მოირგო. აღსანიშნავია, რომ სუპერმოდელი შესანიშნავ ფორმაშია და არაჩვეულებრივად გამოიყურება.