25 წლის მოდელი კენდალ ჯენერი და 24 წლის მოდელი ჰეილი ბოლდვინი დიდი ხნის მეგობრები არიან და ერთად დროს ხშირად ატარებენ. ახლახანს კენდალმა მის ინსტაგრამ გვერდზე ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა საიდანაც ვიგებთ, რომ მან ჰეილისთან ერთად ვახშამი მოამზადა, მოგვიანებით კი სარკის წინ გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.
ფოტოებში კენდალს შავი მაისური აცვია, თუმცა სამზარეულოში ფუსფუსისას ის მწვანე ნახატებით გაფორმებული წინსაფრით პოზირებს. მისგან განსხვავებით ჰეილი ფოტოებში Dries Van Noten-ის კლასიკური პიჯაკით გამოჩნდა.