42 წლის მომღერალი და ჯგუფ The Pussycat Dolls-ის ვარსკვლავი ნიკოლ შერზიგერი ამერიკული გადაცემის The Masked Singer-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრია, ცოტახნის წინ კი გადაცემის ფინალი გაიმართა, რომლისთვისაც ვარსკვლავმა გემოვნებიანი და გლამურული იმიჯი მოირგო და ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა.
ნიკოლმა ბრენდ La Bourjoisie-ს ოქროსფერი კაბა ოქროს აქსესუარებთან ერთად მოირგო, იმიჯის სრულყოპფილებაში მოსაყვანად კი მან არჩევანი მსუბუქ მაკიაჟსა და მარტივ ვარცხნილობაზე შეაჩერა.