36 წლის მომღერალი კეტი პერი განსხვავებული და გლამურული იმიჯიტ ნამდვილად გამოირჩევა. წლების განმავლობაში ის სხვადასხვა სტილს ირგებდა და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდა. ბოლო წლების მანძილზე მან მუქი ფერის თმები ქერად შეიღება, რაც არაჩვეულებრივად მოიხდინა, თუმცა ახლახანს მან ვარცხნილობა კიდევ ერთხელ შეიცვალა.
მომღერალი წლების განმავლობაში შავი ფერის თმას ირგებდა და ახლა ის კვლავ ძველ სტილს დაუბრუნდა. უახლეს კადრებში მან ბრენდ Cong Tri-ს შავ, წითელ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი კაბა მოირგო, რომელსაც შავი ფერის, ტყავის ხელთათმანები და ჩექმა შეუხამა.