26 წლის მოდელი ვინი ჰარლოუ სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, ის ხშირად უზიარებს მის გამომწერებს ფოტოებსა და ვიდეოებს სადაც სხვადასხვა გემოვნებიან იმიჯს ირგებს. ახლახანს კი მან ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ მოდელმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა.
უახლეს კადრებში ვინი ახალი ვარცხნილობით, ყავისფერი თმითა და წინამოთი გამოჩნდა. ახალ იმიჯს მან მსუბუქი მაკიაჟი შეურჩია. აღსანიშნავია, რომ მოდელმა ვარცხნილობა შესანიშნავად მოიხდინა.