29 წლის მსახიობი ემა რობერტსი მის პირველ შილს შეყვარებულისგან, გარეტ ჰედლუნდისგან ელოდება. წყვილი სოციალურ ქსელში ერთად გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს, თუმცა ახლახანს ისინი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობისას შენიშნეს.
ემამ არჩევანი მუქი ფერის სამოსზე შეაჩერა. მას შავი მაისური და შარვალი ეცვა, რომელსაც ლეოპარდის ტყავისებრი პრინტის მქონე, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა. იმიჯს მსახიობმმა ამავე ფერის ჩანთა და ყვითელი, მზის სათვალე მოარგო.