რამდენიმე საათის წინ კაილი ჯენერმა სოციალურ ქსელებში ოჯახური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელმაც საზოგადოება გაახალისა. საქმე იმაშია, რომ 2 წლის სტორმი მშობლებთან ერთად ფოტოს გადაღებას ცდილობს, თუმცაღა სასაცილო მოძრაობებით კადრებს აფუჭებს. "ასეთია 2 წლის ბავშვთან ერთად ფოტოს გადაღება," - დაწერა კაილიმ ხუმრობით.

 
				 
				 
				


 
                         
                                         
                                         
                                        

 
					
 
					 
					 
					