ბოლო რამდენიმე დღეა საზოგადოება აქტიურად განიხილავს ქენდალ ჯენერისა და კალათბურთელი - დევინ ბრუკერის რომანს. წყვილი საკმაოდ ხშირად ფიქსირდება რომანტიკულ ვითარებაში და მათი ურთიერთობის შესახებ ეჭვი არ არსებობს, რასაც ამყარებს ის ფაქტიც რომ მოდელმა საყვარელი მამაკაცი საკუთარ დას - კაილი ჯენერსაც გააცნო და წყვილმა მასთან ერთად მალიბუში ივახშმა.