23 წლის ამერიკელი მოდელი - ბელა ჰადიდი ხშირად ჩნდება თანამედროვეობიდან ამოვარდნილი სამოსით, რომლებიც გასული საუკუნის მოდურ ტენდენციებს გვახსენებს, თუმცა მისი თითოეული არჩევანი ახალი ინსპირაციის წყარო ხდება და ქალბატონებში ახალ ტრენდებს ამკვიდრებს. ამჯერად მოდელი ნიუ-იორკში გამოჩნდა და ფართე შარვლითა თუ არასტანდარტული ზედატანით კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა.