რამდენიმე საათის წინ, 35 წლის პრინცი ჰარი და 39 წლის მეგან მარკლი ლოს-ანჯელესის ქუჩებში გამოჩნდნენ. სასექსელმა წყვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთ საქველმოქმედო კამპანიაში მიეღო მონაწილეობა და საჭიროების მქონე ოჯახებისთვის გარკვეული პროდუქციაც გასცა.
როგორც კადრებიდან ჩანს, ცოლ-ქმარმა არჩევანი ღია ფერებსა და კლასიკურ შორტებზე შეაჩერა.