ტვიტერის მელომან მომხმარებლებს შორის ბოლო რამდენიმე საათია აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ემინემის მკვლელობაზე, რისი მიზეზიც ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტია. "მე მოვკალი ემინემი," - წერდა უცნობი მამაკაცი ტვიტში, რომელიც უკვე წაიშალა.
ამის შემდეგ კი, ფანებმა დაიწყეს სხვდასხვა კონტენტის გამოქვეყნება ჰეშთეგით - #RIPEMINEM. Mirror-ის ცნობით, 47 წლის რეპერსა და მის გარემოცვას საფრთხე არ ემუქრება, თუმცაღა სოციალურ ქსელში დაწყებულმა ქაოსმა მის გულშემატკივარზე იმოქმედა.