34 წლის ემბერ ჰერდმა გადაწყვიტა ჯონი დეპთან დამღლელი სასამართლო დავისგან დაესვენა და დიდი ბრიტანეთი დატოვა. ცნობილი ლამაზმანი თურქეთს ესტუმრა და სოციალურ ქსელებშიც უამრავი კადრი გამოაქვეყნა.
ბუნებრივია, სტამბულის ერთ-ერთ მეჩეთსაც ესტუმრა და იქიდან ერთი შეხედვით უბრალო ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც სოციალურ ქსელებში ნეგატიური კომენტარებიგამოიწვია. როგორც ირკვევა, საზოგადოება ჰერდის დეკოლტემ გააღიზიანა, რომელიც მათი აზრით მეჩეთისთვის სრულიად შეუფერებელია.