ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 27წლის კარა დელევინი დაუახლოვდა 25 წლის მსახიობს - მარგარეტ კუელის. გოგონებმა ცოტა ხნის წინ, მარგარეტის დის - რეინა კუელის მუსიკალურ კლიპშიც ერთად მიიღეს მონაწილეობა.
ამჯერად კი, ირკვევა რომ საქმე არა მეგობრობასთან, არამედ ახალ რომანთან გვაქვს და ვარსკვლავები ამას აღარც მალავენ.დელევინმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა წარწერით -"მე შესანიშნავი არ ვარ, შენ კი, ნამდვილად!".
კომენტარების სექციაში კი მას მარგარეტმაც უპასუხა, "გაღმერთებ კარა!" - დაწერა მან.