კორონავირუსთან დაკავშირებულმა მღელვარებამ ბევრი ადამიანის პირად ცხოვრებაზე იმოქმედა. წყვილები თვითიზოლაციის გამო სტრესს განიცდიდნენ და თუ კარანტინის დაწყებამდე დაშორების ზღვარზე იყვნენ, პანდემიის პერიოდში ეს სურვილი აასრულეს. კარანტინმა გაამძაფრა ის პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა. წარმოგიდგენთ წყვილებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვეში დაშორდნენ.
#1 მერი-ქეით ოლსენი და ოლივიე სარკოზი
ამ წყვილის დაშორებას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. კოვიდ-19-ის გამო ნიუ-იორკის სასამართლო ვერ იღებდა განცხადებას განქორწინების შესახებ და მათი ურთიერთობაც რთულ ფაზაში გადავიდა. ერთ-ერთ პრობლემად შვილის ყოლასთან დაკავშირებული უთანხმოება სახელდება, მეორედ კი ოლივიეს სურვილი მის დედას, შვილებსა და ყოფილ ცოლს პანდემიის პერიოდში, აგარაკზე მათთან ერთად ეცხოვრათ.
#2 მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი
10 წლიანი ქორწინების შემდეგ, ამ წყვილმა კარანტინის ცალ-ცალკე გატარება და საბოლოოდ დაშორება გადაწყვიტა. "როცა სხვა ქვეყანაში, სერიალის გადაღებებზე ვმონაწილეობდი, საკუთარ თავს ვეკუთვნოდი, ვგრძნობდი იმას თუ ვინ ვარ, ეს განცდა მომეწონა, ვფიქრობ ამაზე უნდა ვკონცენტრირდე" - განაცხადა მსახიობმა ქმართან დაშორების შესახებ. "ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ყოველთვის მეყვარება ის და ვიცი, რომ მასაც მუდამ ვეყვარები" - აღიარა ბრაიანმა. წყვილს სამი ვაჟიშვილი ჰყავს.
#3 კარა დელევინი და ეშლი ბენსონი
ცნობილი მოდელი და მსახიობი ერთმანეთს 2 წელი ხვდებოდნენ. ბოლოს გარეთ წყვილი მარტში დააფიქსირეს, შემდეგ კი ერთობლივმა თვითიზოლაციამ მათი ურთიერთობა დაანგრია.
#4 ტიმოთი შალამე და ლილი როუზ დეპი
ცნობილი მსახიობები თითქმის ერთი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. წყვილმა ერთმანეთი საერთო პროექტის (The king) გადაღებებზე გაიცნო. ისინი ერთად ჩნდებოდნენ წითელ ხალიჩაზე, ქუჩაში და კურორტებზე. კარანტინში კი გადაწყვიტეს ცალ-ცალკე ყოფილიყვნენ, თუმცა დაშორების მიზეზები უცნობია.
#5 სოფია რიჩი და სკოტ დისიკი
კარანტინის გამოწვევას ვერც ამ წყვილმა გაუძლო. 3 წლიანი ურთიერთობის შემდეგ მათ დაშორება გადაწყვიტეს. როგორც წყვილთან დაახლოებული წყარო აცხადებს, მიზეზი სკოტის წარსული ტრავმები გახდა, რომლებიც მის ფსიქიკურ ჯანმრთელობასტან იყო დაკავშირებული. ის ძველ ჩვევებს დაუბრუნდა, რაც არასასიამოვნო იყო ამერიკელი მოდელისთვის. მიზეზად ასევე სახელდება ის, რომ სკოტმა ურთიერთობა განაახლა მის ყოფილ შეყვარებულთან, კორტნი კარდაშიანთან.
#6 მეთიუ პერი და მოლი ჰერვიცი
50 წლის მსახიობმა კარანტინი მარტომ გაატარა და 28 წლის შეყვარებულს სწორედ ამ პერიოდში დაშორდა. მეთიუმ მოლი გასულ წელს გაიცნო, თებერვალში კი გოგონამ რომანი დაადატურა. ამჟამად წყვილი დაშორების მიზეზებზე არ საუბრობს.