„ლარიფანი“ 50-წლიანი წარმატებული ისტორიის მქონე ლატვიური კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მაღალხარისხიან მედიკამენტებს იმუნოდეფიციტისა და ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის და უკვე 10 წელია წარმოდგენილია საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზეც. კომპანიის ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. კერძოდ, „ლარიფანის“ ბრენდის პოპულარიზაციას, ახალი პროდუქტების მოძიებას საქართველოს ბაზრისთვის, მარკეტინგულ, სადისტრიბუციო და საგანმანათლებლო მიმართულებებს.
კომპანიის მისიაა იზრუნოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე პრევენციული მედიცინის მიმართულებით და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინოვაციური, ხარისხიანი და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას.
რა სახის დაავადებებთან ბრძოლის უნიკალურ საშუალებას წარმოადგენს „ლარიფანი“ და რა პრინციპებით ხელმძღვანელობს კომპანია - ამ თემაზე OK! „ლარიფანი კავკასიას“ დამფუძნებლებს – დავით ხაჭაპურიძესა და გიორგი მაღლაკელიძეს, ასევე „ლარიფან კავკასიას“ განვითარებისა და მარკეტინგის მენეჯერ მაია ხორგუანს ესაუბრა.
რა საჭიროებებით იყო ნაკარნახევი ქართულ ბაზარზე დამკვიდრების იდეა?
(გიორგი): დარგის უამრავმა სპეციალისტმა 21-ე საუკუნე ვირუსებთან ბრძოლის პერიოდად აღიარა. მოსახლეობის ზრდასა და ახალი ტიპის ვირუსების გამოჩენასთან ერთად, ანტივირუსული მკურნალობის როლი სულ უფრო იზრდება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დეტალურად გავეცანით „ლარიფანის“ პროდუქციას, დავრწმუნდით მის ხარისხში და გადავწყვიტეთ ბრენდი ქართულ ბაზარზე დაგვემკვიდრებინა.
(დავითი): „ლარიფანის“ ხარისხი, ეფექტი და უსაფრთხოება დრომ გამოსცადა. მისი პრეპარატების ირგვლივ კვლევა ჯერ კიდევ 45 წლის წინ დაიწყეს და ბრენდის სახით ის უკვე 30 წელია არსებობს; ჩვენი კომპანია კი წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.
გვიამბეთ საქართველოში „ლარიფანის“ წარმომადგენლობის დაარსების წინარე ისტორიის შესახებ?
(გიორგი): პარტნიორობის მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, 10 წლის წინ, „ლარიფანის“ ოფიციალურმა წარმომადგენლობამ ლატვიიდან ნდობა გამოგვიცხადა და პროდუქციის ქართულ ბაზარზე წარდგენა გადავწყვიტეთ.
(დავითი): 2009 წელს, საქართველოში „ლარიფანის“ ოფიციალური წარმომადგენლობა დაარსდა, კომპანია „ლარიფანი კავკასიას“ სახელით. შესაბამისად, გვაქვს უფლებამოსილება, თავადაც საქართველოდან სხვა ქვეყნებში ექსპორტი განვახორციელოთ.
ნდობას დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამ ნიშნით დაიწყო ლატვიასთან ჩვენი ურთიერთობა მაშინ, როცა რეგიონში მყარ დასაყრდენს ეძებდნენ.
რა წარმოადგენს თქვენი კომპანიის საქმიანობის სფეროს?
(დავითი): „ლარიფანი კავკასია“ ფარმაცევტული კომპანიაა, რომლის მთავარ მიზანს ქართულ ბაზარზე მსოფლიოში აღიარებული, ხარისხიანი პროდუქტების დანერგვა წარმოადგენს.
(გიორგი): „ლარიფანი“ ჩვენთვის წამყვანი ბრენდია და ფაქტობრივად საზომი იმისა, თუ როგორი ხარისხის პროდუქციის დანერგვა გვსურს.
რით არის ბრენდის კონცეფცია უნიკალური?
(გიორგი): „ლარიფანი“ უნიკალურია თავისი მოქმედების მექანიზმითა და ბუნებრივი წარმოშობით.
(დავითი): მაშინ, როცა თანამედროვე სამყარო პრევენციული მედიცინის მნიშვნელობას სულ უფრო ხაზს უსვამს, ჩვენ „ლარიფანით“ ამ კუთხითაც ვცდილობთ მკურნალობაში ახალი მიდგომების დანერგვას. ლარიფანის მთავარი სლოგანიც ეს არის: „მკურნალობის ინოვაციური გზა“.
როგორია თქვენი მიღწევები საქართველოში?
(დავითი): ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანია განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება. „ლარიფან კავკასია“ მზარდ კომპანიად ჩამოყალიბდა, რასაც არა მხოლოდ ფინანსური სტაბილურობა, არამედ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაც მოწმობს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პროფესიონალთა მზარდი გუნდი, რომელიც ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს, გააზრებული აქვს კომპანიის მისია და გრძელვადიან გეგმებს სახავს.
(გიორგი): გაგვიმართლა, რომ გუნდი გამოცდილი, მიზანზე ორიენტირებული კადრებით დაკომპლექტდა; მათ ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, რომლებთანაც საერთო ხედვები გვაერთიანებს.
რას მიიჩნევთ მთავარ პრინციპებად და ღირებულებებად, რომლებიც „ლარიფანს“ გამოარჩევს?
(დავითი): ჩვენ კარგად გვესმის საკუთარი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ყველაზე ფაქიზ საკითხთან – ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან.
(გიორგი): კომპანიის პროდუქცია „ჯიემპი“ ხარისხით იწარმოება, რაც მსოფლიოში აღიარებული უმაღლესი სტანდარტია. მალე ფარმაცევტული საწარმოს გახსნას საქართველოშიც ვგეგმავთ, რათა საბოლოო პროდუქცია აქ იწარმოებოდეს და ექსპორტზეც გავიტანოთ; დიდი სურვილი გვაქვს, „ჯიემპი სტანდარტის“ დანერგვაში და დარგის განვითარებაში ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ.
„ლარიფან კავკასიას“ განვითარებისა და მარკეტინგის მენეჯერი, მაია ხორგუანი პროფესიით ექიმია, რომელიც შესაბამისი გამოცდილებითა და ხედვით, კომპანიას 4 წლის წინ შეუერთდა. მას შემდეგ ის ევროპული წარმოების პროდუქტებს ეძებს და „ლურჯი ოკეანის სტრატეგიის“ გამოყენებით ნერგავს, ეს კი ბაზარზე აქამდე არარსებული ნიშების შექმნას და განვითარებას გულისხმობს, სადაც მოთხოვნა მაღალი ხარისხობრივი ღირებულების მქონე პროდუქციითა და მომსახურებით განისაზღვრება.
რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით „ლარიფანის“ გუნდის წევრი და რითია საინტერესო თქვენთვის „ლარიფანი“?
(მაია): საექიმო პრაქტიკის პარალელურად, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიაში ვმუშაობდი, სადაც ძალზე მრავალფეროვანი გამოცდილება შევიძინე. ამის შემდეგ გახლდით უცხოური ფარმაცევტული კომპანიის ფილიალის ხელმძღვანელი. ექიმის ამპლუაში საქმიანობის პარალელურად, „ლარიფანთან“ გადაკვეთის წერტილს ყოველთვის ვპოულობდი, რადგან ეს ლატვიური კომპანია მე ყოველთვის მიმაჩნდა ხარისხიანი და ეფექტური პროდუქციის მწარმოებლად. ამასვე აღნიშნავდნენ მადლიერი პაციენტებიც.
როცა „ლარიფანისგან“ შემოთავაზება მივიღე, სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მაშინ ეს იყო საუკეთესო საშუალება საკუთარი თავის გამოსაცდელად. პროექტი ძალიან საინტერესო და მიმზიდველი გახლდათ თავის იდეით და მრავალმხრივი განვითარების პერსპექტივით. მას შემდეგ გავიდა ოთხი აზარტული, საინტერესო და პატარ-პატარა გამარჯვებებით სავსე წელი. შედეგებმა კი საკმაოდ შეგვმატა თავდაჯერებულობა მთელ კომპანიას.
რაც შეეხება ჩვენს გუნდს – ვარჩევთ აზარტულ, შემოქმედებით, ენთუზიაზმით სავსე ნიჭიერ კადრებს. არ აქვს მნიშვნელობა მათ წარსულ გამოცდილებას, მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული მათგანი საუკეთესო კომუნიკატორია, არ ეშინიათ იდეების გენერაციის და გაჟღერების, ჩვენ ერთად განვიხილავთ აბსოლუტურად ყველა პრობლემას, შეფერხებას და წარმატებას, რაც ახლავს სამუშაო პროცესს; ვკამათობთ, ერთად ვარჩევთ ეფექტურ სვლებს, ვეძებთ საუკეთესო გამოსავალს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. თითოეულ ჩვენგანს გვჯერა ბრენდის უნიკალურობის და დარწმუნებულები ვართ იმაში, რასაც ვამბობთ და ვაკეთებთ. ალბათ ამიტომაც, სულ უფრო და უფრო ხშირად ვულოცავთ ერთმანეთს წარმატებას და ბევრად დიდი ენთუზიაზმით ვგეგმავთ ხვალინდელ სვლებს.
რა ეტაპებს მოიცავს ახალი პროდუქტების შერჩევის პროცესი, რომელიც უძღვის „ლარიფანი კავკასიას“ მიერ საქართველოში ახალი პროდუქციის დანერგვას?
უპირველეს ყოვლისა, ვაკეთებთ ბაზრის სრულყოფილ ანალიზს. შემდეგ ვიკვლევთ ჩვენი ე.წ. ოპინიონ ლიდერების აზრს სავარაუდოდ შერჩეულ მიმართულებებთან დაკავშირებით. ვაკვირდებით მომხმარებლის ქცევას, ვახდენთ მიღებული ინფორმაციის კონსოლიდირებას საკუთარ შესაძლებლობებთან და ამ გზით საბოლოოდ ვცხრილავთ საინტერესო პროდუქტების სიას. შერჩეულებს კი ვეძებთ აუცილებლად ისეთ ქვეყნებში, რომელთა წარმოებაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპასა და აშშ-შიც ხარისხიანად მიიჩნევა.
პროდუქტის მწარმოებელთან მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში გადასვლამდე, აუცილებლად ვიკვლევთ ოპინიონ ლიდერების აზრს და საშუალოსტატისტიკური მომხმარებლის შეფასებებს აშშ-სა და ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც პროდუქტი უკვე რეგისტრირებულია და იყიდება. ვითვალისწინებთ ყველა ფაქტორს და შესაბამისად ვმოქმედებთ.
პროდუქტის შესახებ დადებითი შეფასებების კუთხით მინიმალური ზღვარი 80 პროცენტია, ეს ჩვენი მუშაობის უმთავრესი პრინციპია.
ამჟამად „ლარიფანის“ პროდუქტებთან ერთად 5 ახალი პროდუქტის დანერგვაზე ვმუშაობთ, რომელთაგან 4 ევროკავშირის წარმოებისაა, ერთი კი ისრაელის. ხუთივე ეს პროდუქტი უკვე დიდი მოთხოვნით სარგებლობს ევროპის თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაში, აშშ-ში, და მათ ზურგს უმაგრებს ისეთი მნიშვნელოვანი სერტიფიკატები, როგორიცაა GMP, ISO, FDA da ABC (American Botanical Council) – ეს არის ხარისხისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი, მსოფლიოში აღიარებული სერტიფიკატები, რომელთა გარეშე ფარმაცევტული პროდუქტები უბრალოდ ფეხს ვერ იკიდებს მსოფლიოს განვითარებულ, წამყვან ქვეყნებში.
ჩვენი მიზანიც სწორედ მხოლოდ ასეთი – ეფექტურობის, ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროფილის მქონე ნატურალური ფარმაცევტული პროდუქტების საქართველოში შემოტანაა.
რასთან გსურთ მომხმარებლისთვის „ლარიფანის“ სახელი ასოცირდებოდეს?
სურვილი მაქვს, „ლარიფანი“ ყველასთვის ასოცირდებოდეს იმასთან, რასთანაც ასოცირდება ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, პაციენტებისთვის – ეს არის ხარისხიანი, ეფექტური და უსაფრთხო პროდუქტები იმუნოდეფიციტისა და ვირუსული ინფექციების პრევენციისა და მკურნალობისთვის.