30 წლის ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი ზოი იზაბელა კრავიცი და მისი რჩეული კარლ გლუსმანი დაქორწინდნენ! წყვილმა ჯერჯერობით მხოლოდ ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება გადაწყვიტა, ხოლო რაც შეეეხება საქორწილო ცერემონიას, წყვილი ივნისში საფრანგეთში გეგმავს. გაბედნიერების აღნიშვნას ზოი და კარლი თეთრი კაბით, მრავალრიცხვოვანი სტუმრების სიითა და სხვა ტრადიციული დეტალებით აპირებს.
ახალგაზრდა ვარსკვლავების ურთიერთობა 2016 წელს დაიწყო, როდესაც ერთმანეთი საერთო მეგობრების დამსახურებით გაიცნეს.
2018 წლის ოქტომბერში კი ერთ-ერთ ინტერვიუში ზოის შემთხვევით წამოსცდა, რომ ის და მისი რჩეული დაინიშნენ: "დიახ, მე დანიშნული ვარ. ამ ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა მინდოდა".