20 მაისს კემბრიჯის ჰერცოგინიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც მის მხარდასაჭერად სამეფო ოჯახის არაერთი წევრი დაესწრო. Chelsea Flower Show-ზე ქეითს პრინცესა ბეატრისი, ვესექსის გრაფის მეუღლე, პრინცი უილიამი და თავად დედოფალი ელიზაბეტი შეუერთდნენ. დღისით გამართულ ღონისძიებაზე კი, ქეითმა სკოლის მოსწავლეებს ყვავილების საგამოფენო ბაღი სახელად Back to nature და საკუთარი ხელნაკეთი ნამუშევრები წარუდგინა. ქეითმა დღისა და საღამოს ღონისძიებებისთვის რადიკალურად განსხავებული იმიჯი მოიხდინა.
დღის პირველ ნახევარში Chelsea Flower Show-ზე ქეითი სადა სამოსში იყო გამოწყობილი.
მოგვიანებით კი, ჰერცოგინია ფესტივალს უფრო დახვეწილი იმიჯით დაუბრუნდა, მან ღონისძიებასთან შეხამებული კაბა მოირგო, რომელიც ყვავილებით იყო გაფორმებული.
კაბა ბრიტანულ ბრენდ Erdem-ს ეკუთვნის, რომელსაც ჰერცოგინიამ სათანადო სამკაული და Stuart Weitzman-ის საზაფხულო ფეხსაცმელი შეუხამა.
ქეითი საკუთარი შრომის შედეგითა და ფესტივალით ძალიან კმაყოფილი ჩანდა, ამ კმაყოფილებას კი, როგორც ჩანს, მასთან ერთად დედოფალიც იზიარებდა.
ჰერცოგინია დედოფალს ესაუბრა ბაღზე და მის კონცეფციაზე, ელიზაბეტი კი ძალიან ბედნიერი ჩანდა ქეითთან და უილიამთან საუბრისას, ამასთანავე ძალიან დაინტერესებული იყო იმ დიდი სივრცით, რომელშიც უამრავი მცენარის მოთავსება იქნება შესაძლებელი.