ყველასათვის ცნობილია, რომ 6 მაისს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მშობლები გახდნენ, მას შემდეგ საზოგადოება ახალშობილის შესახებ ინფორმაციას ნაბიჯ-ნაბიჯ იგებს. ამჯერად სოციალური ქსელი არჩი უინძორის პირველმა ოფიციალურმა საბუთმა - დაბადების მოწმობამ მოიცვა. ამ საბუთში მეგანისა და ჰარის შვილის შესახებ ამ დრომდე უცნობი დეტალები წერია, რომლებიც მის ოფიციალურ ტიტულს, დაბადების ადგილსა და ზუსტ დროს უკავშირდება.
არჩი ჰარისონ მაუნტბეტენ-უინძორი, დედოფალი ელიზაბეტის მერვე შვილიშვილი 6 მაისს გამთენიისას, 5 საათსა და 26 წუთზე დაიბადა, მისი ზუსტი წონა კი 3 კილოგრამსა და 260 გრამს შეადგენდა.
სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის შვილი ლონდონში, პორტლენდის ელიტარულ საავადმყოფოში გაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მეგან მარკლი საკუთარ სახლში აპირებდა მშობიარობას. ახალგაზრდა ჰერცოგინია სამშობიაროში 5 მაისს მიიყვანეს.
არჩის დაბადების მოწმობის თანახმად მეგანის წოდება "დიდი ბრიტანეთის პრინცესაა". აღსანიშნავია, რომ პირველი შვილის დაბადების მოწმობაში სწორედ ასე იყო მოხსენიებული ქეით მიდლტონიც.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი ინფორმაცია ნამდვილად არაა არჩის პირველმა ოფიციალურმა საბუთმა პრინცი ჰარისა და მეგანის ნამდვილი სახელები შეგვახსენა, რომლებიცაა ჰენრი და რეიჩელი.