Met Gala-სთვის შერჩეული თავბრუდამხვევი ჩაცმულობისა და თვალისმომჭრელი გარეგნობის დემონსტრაციის შემდეგ, ყველასათვის საყვარელი და ცნობილი მოდელი ქენდალ ჯენერი პარიზის აეროპორტში მაკიაჟის გარეშე შენიშნეს. სუეპერმოდელი პაპარაცების ობიექტივში უჩვეულო ფორმაში მოხვდა, თუმცაღა როგორც ყოველთვის, იდეალური ფორმის შენარჩუნება მაინც მოახერხა.
ქენდალი პარიზში, Charles de Gaulle-ის აეროპორტში ჩაფრენისას ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში მოხვდა. მგზავრობისთვის მან შავი სპორტული სამოსი შეარჩია.
23 წლის ტოპ-მოდელმა ჩაცმულობას თეთრი სპორტული ფეხსაცმელი და შავი ჩანთა შეუხამა.
ქენდალმა სავარაუდოდ დაღლილობისა და "უმაკიაჟო" სახის პაპარაცებისგან დასამალად 90-იანი წლების სტილის, საყვარელი სათვალე მოიხდინა.