ამერიკაში ცნობილმა მსახიობებმა, მომღერლებმა და მოდელებმა 12 მაისს საყვარელ მშობლებს დედის დღე მიულოცეს. ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა და ამავდროულად მზრუნველმა დედამ, ანჯელინა ჯოლიმ ეს ღიშესანიშნავი დღე შვილებთან ერთად გაატარა. ჰოლივუდის ვარსკვლავი შაბათ-კვირის მანძილზე შვილებთან ერთად უკვე მეორეჯერ შენიშნეს, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ანჯელინა შვილებს დიდ დროს უთმობს.
43 წლის ანჯელინა ლოს-ანჯელესში შვილებთან ერთად სუპერმარკეტიდან გამოსვლისას შენიშნეს. კვირა დღეს მსახიობი ზაჰარასთან, ვივიენთან და ნოქსთან ერთად ატარებდა და ოჯახური დღისთვის, როგორც ყოველთვის, სადა შავი ტანსაცმელი მოიხდინა.
ულამაზეს მსახიობს შავი უბრალო ზედა, ამავე ფერის მომდგარი შარვალი და თავისი საყვარელი ბრენდის Ferragamo-ს 454 ფუნტის ღირებულების ფეხსაცმელი ეცვა.
შეგახსენებთ, რომ ანჯელინამ შაბათი დღეც საყვარელ შვილებთან ერთად გაატარა.