როგორც ჩანს მეგან მარკლის ფეხმძიმობამ ქეით მიდლტონში დედობრივი ინსტინქტი გააღვიძა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისკენ უბიძგა. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო, სამეფო ოჯახი და სასექსის ჰერცოგინიის გულშემატკივრები მის მშობიარობას მოუთმენლად ელიან, კემბრიჯის ჰერცოგინია "პირადი რეკორდის" დამყარებას გეგმავს და მეოთხე ბავშვის გაჩენაზე სერიოზულად ფიქრობს.
ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქეით მიდლტონის უახლოესმა მეგობარმა სამეფო ოჯახის წევრის სამომავლო გეგმებზე გააკეთა კომენტარი. "ქეთრინს ძალიან უნდა მეოთხე შვილის გაჩენა. მას ძალიან უყვარს ბავშვები და მზადაა კიდევ ერთი ფეხმძიმობისთვის, მიუხედავად იმსა, რომ ბოლო ფეხმძიმობისას ის გარკვეულ სირთულეებს წააწყდა,"- განაცხადა ქეითის მეგობარმა.
აღსანიშნავია, რომ დედოფალი ელიზაბეტი ზუსტად ქეითის ასაკში იყო, როდესაც მან მეოთხე შვილი, პრინცი ედუარდი გააჩინა. ამიტომ სავსებით მოსალოდნელია, რომ ქეითის სამომავლო გეგმებს სამეფო ოჯახის მთავარი წევრი, რომლის აზრსაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, დადებითად შეხვდება.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ სივრცეში ამ სიახლის გავრცელებას რა თქმა უნდა დადებითი რეაქცია მოჰყვა, ქეითის სურვილებთან დაკავშირებით პრინცი უილიამის აზრი საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია.