37 წლის ულამაზესი მოდელი ნატალია ვოდიანოვა სოციალურ ქსელში ყოველთვის ძალიან აქტიურია და გულშემატკივრებს საკუთარი ცხოვრების ამსახველი კადრებით ამჯერადაც ანებივრებს. ის ამჟამად სააღდგომო არდადეგებით ტკბება და გაზაფხულის მზიან დღეებს თავის საყვარელ ქალაქ პარიზში ატარებს. ნატალია დღის მანძილზე სხვადასხვა აქტივობებითაა დაკავებული და ამ ყველაფერს Instagram-ის პირად გვერდზეც გვიზიარებს.
რუსი სუპერმოდელი დილიდან ძალიან დაკავებულია, მისი დღე Balmain Salоn-ში დაიწყო, სადაც მან ფრჩხილები "მოიწესრიგა".
მზიანი დღისთვის სუპერმოდელმა ნეიტრალური იმიჯი შეარჩია, მას ნაცრისფერი მოსაცმელი და ღია ფერის ყვავილებიანი კაბა ეცვა, რომელსაც ყავისფერი ქამარი შეუხამა.
ქალაქში სასეირნოდ ნატალიამ ძალიან პრაქტიკული და ლამაზი აქსესუარი და ფეხსაცმელი მოირგო. მან ერთმანეთს Mystic Givenchy-ს ღია ვარდისფერი ჩანთა და Loro Piana-ს ფეხსაცმელი შეუხამა. მოდელის მიერ მოხდენილი ჩანთა ბრენდის 2019 წლის შემოდგომის სეზონის კოლექციიდანაა, რომელიც გაყიდვაში სულ რაღაც ერთი დღის წინ გამოვიდა და უკვე ძალიან პოპულარულია. ნატალია დახვეწილი სტილითა და არაჩვეულებრივი გემოვნებით ყოველთვის გამოირჩეოდა და ამაზე მისი ყოველდღიური ჩაცმულობაც მეტყველებს.
ყავის მირთმევის შემდეგ კი ცხოველების მოყვარულმა ქალბატონმა პატარა ლეკვთან ერთად გადაღებული თბილი ვიდეოც გაგვიზიარა.