მიუხედავად იმისა, რომ პრიანკა ჩოპრა საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ მოხვედრილა, მისი გამოჩენა გულშემატკივრებს ყოველთვის ახარებს მისი სტილიცა და გარეგნობაც ხშირად იმსახურებს დადებით კომენტარებსა თუ შეფასებას. 36 წლის ინდოელი მსახიობი სამშობლოს ესტუმრა, სადაც მისი ძმის ქორწილი უნდა გამართულიყო. გარკვეული მიზეზების გამო, დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო, რის შემდეგაც პრიანკა აეროპორტში საკმაოდ დახვეწილი საგაზაფხულო ჩაცმულობით შენიშნეს.
როგორც ყოველთვის, ნიკ ჯონასის მეუღლემ პაპარაცების ყურადღების მიპყრობა ამჯერადაც მოახერხა. მსახიობი მუმბაის აეროპორტში თეთრ მოსაცმელში, ამავე ფერის მაისურსა და შარვალში იყო გამოწყობილი.
პრიანკამ თეთრ ჩაცმულობას ამავე ფერის ფეხსაცმელი და ქამარი შეუხამა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ოქტომბერში პრიანკას მონაწილეობით ახალი ინდური ფილმი The Sky Is Pink გამოდის, რომელიც ცნობილი ინდოელი ორატორის, აიში ჩაუდხარის ბიოგრაფიაზეა დაფუძნებული.