პოპულარული ქართველი მომღერალი ნინი ქარსელაძე ბავშვობიდან სცენაზე დგას და მსმენელს თავი ბევრი ცნობილი ჰიტით დაამახსოვრა, როგორებიცაა "ჩემი ქალაქი" და "გული ელოდება." ნინი რამდენიმე წლის განმავლობაში ლონდონში სწავლობდა, შემდეგ საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და დიდი ბიზნეს გეგმებიც ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მომღერალი მშობლიურ ქალაქ თბილისში დამკვიდრდა. ნინი უკვე 28 წლის არის და ის განსაკუთრებული სტილის ჩაცმულობით გამოირჩევა, მის გარდერობში მრავალფეროვანი, მოდური სამოსი მოიძებნება. მომღერალი ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება და საზოგადოებაში ყოველთვის დიდ ყურადღებას იპყრობს.
OK! გთავაზობთ ნინის გარდერობიდან 10 ყველაზე გამორჩეულ ლუქს!
მასალაში გამოყენებულია ფოტოგრაფების ანასტასია პაიჭაძის და დათო ბანცაძის ფოტოები.