ცნობილი ბრიტანელი დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი 17 აპრილს 45 წლის გახდა! მან დაბადების დღე არაჩვეულებრივად გაატარა და შვილებისგან და მეუღლისგან ბევრი საჩუქარი მიიღო, ამ ყველაფრის ამსახველი კადრები კი გულშემატკვირებსაც გაუზიარა.
ბექჰემების ოჯახი ლოს-ანჯელესში იმყოფება, სადაც ვიქტორია თავის დაბადების დღეს ჯერ მეგობრებთან ერთად, მათ შორის იყო ჩოგბურთელი მარია შარაპოვაც, რომელმაც ვიქტორიას დაბადების დღის ნამცხვრის ჩაქრობის კადრები გაგვიზიარა.
ვიქტორიამ მეგობრებთან ერთად გატარებული საღამოსთვის საკუთარი ბრენდის 1295 ფუნტის ღირებულების პერანგი შეარჩია.
დაბადების დღის დილას იუბილარი ოდნავ გამოუძინებელი იყო, რადგან როგორც მისმა მეუღლემ გაგვიზიარა ის შვილებმა დილის 6 საათზე გააღვიძეს. თუმცაღა მოგვიანებით ვიქტორიამ და დევიდმა შვილებთან ერთად რესტორანში ისაუზმეს, სადაც ვიქტორიამ კიდევ ერთხელ ჩააქრო დაბადების დღის სანთელი.
ვიქტორიას ყველაზე უმცროსმა შვილმა ჰარპერმა თოჯინა აჩუქა, წარწერით "My mummy rocks" - "ჩემი დედიკო მაგარია".
გარდა ამისა ვიქტორიას დაბადების დღისთვის შვილებმა დევიდთან ერთად ცნობილ სანაყინე კომპანიაში Cold Rolled Ice Cream Company დედას ნაყინები მოუმზადეს.
შვილებისა და მეუღლის თბილი სიტყვებისა და საჩუქრების გარდა ვიქტორიამ უამრავი საჩუქარი მიიღო, მათ შორის ყვავილები, რომელთა ვიდეოც მან სოციალური ქსელით გაგვიზიარა.
ყვავილებს შორის იყო ჰარპერისა და დევიდისგან მიღებული მისალოცი ბარათებიც.
დღის ბოლოს კი ვიქტორიამ დროის გატარება ისევ რომეოსთან, კრუზთან, ჰარპერტან, ბრუკლინთან, ბრუკლინის რჩეულ ჰანასთან და საყვარელ მეუღლესთან ერთად არჩია.
ვიქტორია ძალიან კმაყოფილი დარჩა საკუთარი დაბადების დღით და მიღებული მილოცვებით და ამის შესახებ დღის ბოლოს პოსტიც გააზიარა.
"დღეს თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ! ყველას დიდი მადლობა დაბადების დღის მოლოცვისთვის. ყველაზე კარგი დღე მქონდა!!" - წერს დიზაინერი.