ემილი რატაკოვსკი გულშემატკივრებს როგორც ყოველთვის ანებივრებს. ამჯერად მან მზიანი პარასკევი დღისა და საღამოს კადრები გაგვიზიარა, სადაც ის საკმაოდ ვნებიანად გამოიყურება. მოდელი დროს არაჩვეულებრივად ატარებს და თვალისმომჭრელადაცც გამოიყურება. მის მიერ ატვირთულმა ფოტო-ვიდეო მასალამ, როგორც ყოველთვის, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.
მოდელი ვიდეოში საკუთარი ბრენდის Inamorata-ს საცურაო კოსტუმშია გამოწყობილი და ვიდეოში საკმაოდ ვნებიანად პოზირებს. შემდეგ კი ძაღლთან ერთად გადაღებული ვიდეოც გაგვიზიარა, რომელშიც მისი დახვეწილი და შეიძლება ითქვას იდეალური სხეული ასევე ძალიან კარგად ჩანს.
ემილიმ საკუთარ გვერდზე ძაღლთან ერთად გადაღებული ფოტოც ატვირთა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ერთგვარი კრიტიკა მოჰყვა. ფოტოში ემილი არაჩვეულებრივად გამოიყურება და ამას მისი გულშემატკივრებიც აღნიშნავენ, თუმცა ისინი ემილის ძაღლის ხელში ჭერის მანერამ აღაშფოთა, რაზეც არაერთი კომენტარი გაკეთდა.
მზის აბაზანებისა და მხიარული დღის შემდეგ კი, საღამოს ემილი მეუღლესთან ერთად ერთობოდა, რისი ამსახველი კადრებიც ასევე თვითონ გაგვიზიარა. ვიდეოში ის კაზინოს ტიპის დაწესებულებაშია და მუსიკის ფონზე ცეკვავს.