საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი ხშირად საზოგადოების კრიტიკას იმსახურებს. გარკვეული ნაწილი მას გარეგნობას უწუნებს, ზოგი მის შუფერებელ ლუქებზე საუბრობს.
გარდა ჩაცმულობისა, მისი ასაკიც განხილვის თემაა, სხვაობა პრეზიდენტსა და ბრიჯიტს შორის ნამდვილად შესამჩნევია, ის მაკრონზე 24 წლით უფროსია.
შეგახსენებთ, რომ ემანუელი სკოლის ასაკში ბრიჯიტის მოსწავლე იყო.
რამდენიმე დღის წინ ბრიჯიტის ჩაცმულობა ისევ სალაპარაკო თემა გახდა. ამჯერად ის პრეზიდენტთან ერთად ეკლესიაში მიმავალ გზაზე დააფიქსირეს, სადაც მას კლასიკურ შარვალთან ერთად სპორტული ბოტასები ეცვა. საზოგადოებამ პირველი ლედი ორი მიზეზის გამო გააკრიტიკა. პირველი ის, რომ ეკლესიაში შარვლით მივიდა და მეორე, ჩაცმულობა - კლასიკური შარვალი და პიჯაკი არ შეესაბამებოდა მის სპორტულ ფეხსაცმელს.