სადღესასწაულო სეზონი უფრო და უფრო გვიახლოვდება, რიანა კი ამისთვის განსაკუთრებულად ემზადება. როგორც თავად ამბობს კომპანია Fenty-სთან ერთად დიდი გეგმები აქვს.

გასულ ხუთშაბათს მან საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გულშემატკივრებს Fenty-ის სადღესასწაულო მაკიაჟისთვის განკუთვნილი პროდუქცია წარუდგინა.


ბარბადოსელი მომღერალი ბრენდ Fenty Beauty-ის 2017 წლის სექტემბრიდან უდგას სათავეში და გულშემატკივრებსა თუ უბრალოდ მოდის მიმდევარ ქალბატონებს განსაკუთრებული მაკიაჟის ხაზით ანებივრებს.

