სააგენტო Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი 25 ოჯახის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთა ქონება ერთობლიობაში $1,1 ტრილიონს შეადგენს.
პირველ ადგილზე, $151,5 მლრდ–იანი ქონებით უოლტონების ოჯახი დასახელდა, რომელიც 12 ათასი სუპერმარკეტისგან შემდგარ სავაჭრო ქსელს Walmart აკონტროლებს. სემ უოლტონმა პირველი მაღაზია 1945 წელს შეიძინა.

$98,7 მლრდ–ის მეორე პოზიციაზეა ჩარლზ და დევიდ კოხების ოჯახი – ფრედ კოხის შვილები, რომელმაც 1940 წელს ქიმიური კორპორაცია Koch Industries დააფუძნა.


მესამე პოზიციაზე $89,7 მლრდ–იანი ქონებით ფრენკ მარსის შთამომავლები არიან, რომელმაც საკონდიტრო კომპანია Mars 1911 წელს დააფუძნა.


Anheuser-Busch InBev -ლუდსახარში კომპანია მეოთხე ადგილზეა $54 მილიარდით


მეხუთე ადგილზეა Hermes-ის მოდის სახლი 49 მილიარდი დოლარით.


ყველასთვის განუმეორებელი მოდის სახლი Chanel-ი — $46 მილიარდით მე-6 ადგილზე.

![]()
მულტიფროფილურმა (ტექსტილი, ენერგია, ტელეკომუნიკაციები და სხვ.) ბიზნეს-კომპანიამ Reliance Industries Limited მე-7 ადგილი 43 მილიარდით დაიკავა.


43 მილიარდით მე-8 ადგილზეა BMW.


9. Cargill (აგრიკულტურული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია) 42 მილიარდით.
_DeiceTech.jpg)

10. Boehringer Ingelheim pharma (ფარმაცევტული კომპანია) - $42 მილიარდით


