პრინცი უილიამისა და პრინცი ჰარის დედა, ლედი დაიანა სპენსერი, ყოველთვის დარჩება ბრიტანელი ხალხის გულსა და მეხსიერებაშა. პრინც ჩარლზთან განქორწინების შემდეგ დაიანამ უარი თქვა სამეფო ტიტულსა და სამეფო ოჯახთან მიკუთვნებაზე.
ნაჩუქარი რგოლის ბეჭდით დაწყებული თაიგულით დასრულებული, რომელშიც პრინცესა დაიანას საყვარელი ფერები იყო - თითქოს ჰარისა და მეგანის ქორწილში ისიც წარმოდგენილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მთელი ყურადღება სასექსის ჰერცოგინია მეგანის მიმართულებით არის, სწორედ კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი იქნება ის, ვინც ლედი დაიანას მემკვიდრეობის ნაწილს მიიღებს.
ცნობილია, რომ სამეფო ოჯახის წევრთან ქორწინებაში შესვლის შემდეგ, განშორებისას ან ვინმეს გარდაცვალებისას, ტიტული ,,მოვლენის მონაწილე“ იცვლება. ეს წესი შეუცვლელი რჩება იმ მომენტშიც, როცა პრინცი ჩარლზი მეფე გახდება.
ელიზაბეტ II-ს გარდაცვალების შემდეგ ან იმ შემთხვევაში თუ ის გადადგება, გვირგვინს პრინცი ჩარლზი მიიღებს. პრინცი უილიამი ავტომატურად გახდება უელსის პრინცი, ქეითი კი უელსის პრინცესას ტიტულს მიიღებს, რომელიც ერთ დროს პრინცესა დაიანას ეკუთვნოდა. კამილა პარკერ ბოულზი, პრინცი ჩარლზის მეორე ცოლი, პრინცესა დიანას საპატივცემულოდ ამ რეგალიას განუდგა.