მომღერალმა კრისტინა აგილერამ, რომელიც ქუჩის მუსიკოსად იყო გადაცმული, ნიუ-იორკის მეტროში იმღერა. მასთან ერთად, ასევე შენიღბულად გამოვიდა ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ჯიმი ფელონი. ის ელექტრონულ ბანჯოზე უკრავდა.
აგილერას ცნობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. მის ფიგურას თავისუფალი სამოსი ფარავდა, სახეს კი - სათვალე და უზარმაზარი ქუდი. ერთადერთი, რაც მას ამხელდა, მისი გამორჩეული ხმა იყო. ფელონიც პარიკსა და წვერში იყო წარმოდგენილი და ჰიპსტერივით გამოიყურებოდა.
მომღერალმა არეტა ფრანკლინის ჰიტი Freedom-ი შეასრულა და უამრავი მსმენელი მიიზიდა.