21 ივნისს პრინცი უილიამი მილოცვებსა და საჩუქრებს იღბს, რადგან მას 3 წელი შეუსრულდა. რა უყვარს სამეფო ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წევრს და რას აფასებს ის განსაკუთრებით?
დედა დაიანა
ეჭვგარეშეა, რომ ,,გულის დედოფალი“ - პრინცესა დაიანა, უილიამის ცხოვრებაში მთავარ ქალად რჩება. უფროსმა ვაჟმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სწორედ დედის თვალებით ცდილობს, სამყაროს უყუროს.
უილიამი ძალიან განიცდის, რომ დედას თავისი შვილიშვილების და მისი - მამის ამპლუაში დანახვა არ შეუძლია. ,,ნეტა შემეძლოს გავაცნო მას ჩემი მეუღლე და შემეძლოს მოვისმინო მისგან რჩევები ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით“- ამბობს პრინცი.
ოჯახი
ის ოჯახს ყოველთვის მთავარ პრიორიტეტად თვლიდა. 2011 წელს ქეით მიდლტონთან ქორწინებამ და სამმა შვილმა ის კიდევ უფრო დიდ მეოჯახედ აქცია. ,,სტაბილურობა სახლშიჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მინდა ჩემი შვილები ბედნიერები იზრდებოდნენ და გახსნილები იყვნენ სამყაროს მიმართ, არ იმალებოდნენ სასახლის კედლებში.“ -თქვა უილიამმა.
პრივატულობა
რასაკვირველია პირადი სივრცე, უილიამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ის ხომ დაბადების დღიდანვე პაპარაცების ყურადღების ქვეშაა.
მაშინ, როცა პრინცი სკოლაში წავიდა, სამეფო ოჯახს მოუწია დაესრულებინათ შეთანხმება ტაბლოიდებთან და ისურვეს, რომ მას ნორმალური ცხოვრება ჰქნოდა. ჰარისა და მეგან მარკლისგან განსხვავებით, უილიამი და ქეითი თავს უფლებას არ აძლევენ, რომ საჯაროდ გამოიყენონ ნაზი ჟესტები. მესამე შვილის ნათლობაზე მათ მხოლოდ უახლოესი წრე დაპატიჟეს და ამ დღეს მედია ჩამოაშორეს!
ისტორია და გეოგრაფია
სენტ-ენდრიუს პრესტიჟულ უნივერსიტეტში უილიამმა ხელოვნების ისტორია, შემდეგ კი გეორგაფია შეისწავლა.
ის ყოველთვის იჩენდა ინტერესს შორეული ქვეყნების და ეგზოტიკური კულტურის მიმართ. მას უყვარს მოგზაურობა, ჯერ 1 წლისაც არ იყო, როცა მშობლებმა ავსტრალიაში თან წაიყვანეს. შემდეგაც არაერთხელ ეწვია ამ ქვეყანას და სტიქიით დაზარალებულებსაც ეხმარებოდა.
სამართლიანობა
როცა უილიამი 7 წლის იყო, მან დედას განუცხადა, რომ პოლიციელობა სურდა, რომ ის დაეცვა.
პრინცი დიდი ბრიტანეთის თავდაცვაშიც მსახურობდა, 2009 წელს კი ძმასთან ერთად ,,პრინცი უილიამისა და პრინცი ჰარის საქველმოქმედო ფონდიც“ შექმნა. რომლის მთავარი მისიაც გაჭირვებულთა და ჯარისკაცთა ოჯახების დახმარებაა, ასევე პლანეთის ბუნებრივი რესურსების დაცვა.
სპორტი
ჯერ კიდევ სკოლის წლებში უილიამი ფეხბურთით იყო გატაცებული, ასევე ცურვით, კალათბურთით. 1991 წელს მან თავის სერიოზული ტრავმაც მიიღო გოლფის მოედანზე, თუმცა სპორტზე გული არ აუცრუებია.
უნივერსიტეტში ის შვეულმფრენებისა და ვერტმფრენების პილოტირების ნაციონალურ ჯგუფშიც ჩაირიცხა. დღეს კი უილიამი ინგლისური საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტია.
არასტანდარტული გადაწყვეტილებები
უილიამი პირველი იყო, ვინც სასახლის კედლების გარეთ დაიბადა და ეს ტრადიციის დარღვევად ითვლებოდა. თუმცა დაიანას ეს ნაკლებად აღელვებდა, შვილებთან ერთად დადიოდა ,,დისნეილენდში“ და მიუსაფარ ბავშვთა სახლებშიც. მოგვიანებით, უილიამმაც დედის გზა აირჩია და სტანდარტებს გადაუხვია, იქორწინა ქეითზე, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონია სამეფო ოჯახთან. პრინცი ცაციაა და როგორც ასეთ ადამიანებზე ამბობენ, ისინი ინოვატორებიც არიან.
ღვინო და მუსიკა
პრინცის მუსიკალური გემოვნება - Colplay-ს და Linkin Park-ის შემოქმედებაა. უილიამმა თქვა, რომ სტუდენტობის წლებში პიანინოზე, ჩასაბერ და დასარტყამ ისნტრუმენტებზე დაკვრაც სცადა.
მას ვერ ვუწოდებთ ხმაურიანი წვეულებების ან ძლიერი სასმელის მოყვარულს, თუმცა მას გამორჩეულად უყვარს ვისკი.