ჩინელმა მოდის დიზაინერმა გზანდერ ჯოუმ სრულიად ახლებური კოლექცია ,,ფეხმძიმე მამაკაცებისთვის“ წარადგინა. მან ინსტაგრამზე დაწერა, რომ კამპანია ემსახურება ,,მომზადებას, რომ შევეგებოთ მამაკაცთა ორსულობის მომავალს“.
გზანდერ ჯოუ
ჯოუმ სამოსი London Fashion Week -ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზე წარმოადგინა.
ერთ-ერთ მოდელს თეთრი მაისურიც კი ეწვა წარწერით ,,ახალი მსოფლიო“ და არც მეტი, არც ნაკლები ხელოვნურ მუცელს ატარებდა.
ჩვენება მსოფლიოს უდიდესი ყურადღების ქვეშ მოექცა და ბევრმა მას ,,სიმამაცეც“ უწოდა.