ბრაზილიელი სუპერმოდელი Victoria’s Secret-ის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ანგელოზია. მან, არც მეტი არც ნაკლები, საკუთარი დაბადების დღის დადგომისას, ფოტო სავარჯიშო დარბაზიდან გამოაქვეყნა. ფოტოზე ადრიანა მაკიაჟისა და ვარცხნილობის გარეშეა. ასეთ დღესაც კი, მოდელი თავს მოდუნების უფლებას არ აძლევს და გვაძლევს მაგალითს.
მოგვიანებით ლიმამ კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ცდილობს საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდეს, მას სურს ქალიშვილისთვის მისაბაძი იყოს. ის მეგობრებსა და ახლობლებს მადლობას უხდის მილოცვებისთვის.