არიანა გრანდეს რჩეული კომიკოსი პიტ დევიდსონია, პოპულარული შოუდან Saturday Night Live.
მას შემდეგ, რაც წყვილი შენიშნეს, მაშინვე გავრცელდა ხმა, რომ ისინი ერთად არიან! სულ რაღაც 1 თვის თავზე კი ცნობილი ხდება, რომ ისინი დაინიშნენ.
წყარო ამბობს:,,დიახ, ეს ძალიან ახალგაზრდული, თანამედროვე ნიშნობაა, ორი ადამიანი მალევე მიხვდა, რომ სიყვარული იპოვა და ერთმანეთის გაბედნიერება გადაწყვიტეს.“
ჯერ კიდევ გასულ კვირას წყვილი ამ თემაზე საუბრობდა და ერთ-ერთმა ახლობელმა მედიას შეატყობინა, რომ არიანა და პირი მეგობრებს დაპირდნენ, რობერტ პეტინსონის დაბადების დღეზე, 9 ივნისს დაქორწინებოდნენ და როგორც ჩანს, სიტყვა შეასრულეს. არცერთი მათგანი სოციალურ ქსელში სასიყვარულო კომენტარებს არ იშურებს, რაც ჭორს კიდევ უფრო რეალურს ხდის.
მათ ერთმანეთი 2016 წელს, Saturday Night Live შოუზე გაიცნეს, სადაც არიანა სტუმრად იყო მიწვეული. ყველაფერი მაშინვე არ დაწყებულა, როგორც ცნობილია, პიტი ამბობდა: ,,ეს დაუჯერებელია, არიანამ რომ ამირჩია, თითქოს ჯეკპოტი მოვიგე“.