ბრიტანეთის დედოფლის დაბადების დღეზე ქეით მიდლტონი ღია ლურჯი ფერის სამოსში გამოჩნდა, მასთან ერთად იყო ჰერცოგინია კამილაც.
მათი მეუღლეები - პრინცი უილიამი და პრინცი ჩარლზი ,მსვლელობის დროს ცხენზე ისხდნენ.
პრინცი ჰარი კი, რომელიც სულ ახლახან დაბრუნდა თაფლობის თვის მოგზაურობიდან, კარეტაში მეგან მარკლთან ერთად იჯდა. მეგანმა ამ დღისთვისაც პროტოკოლი დაარღვია და კაბა ამოღებული მხრებით ჩაიცვა.
წელს კემბრიჯის ჰერცოგინიამ Alexander McQueen-ის კაბა და Juliette Botterill-ის ქუდი მოირგო.
შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს დედოფლის მეორე დაბადების დღე აღინიშნა, რისი ტრადიციაც უკვე 260 წელია, არსებობს.