ჰეის ალბა ვორენი - ამერიკელი მსახიობის ჯესიკა ალბასა და კინოპროდიუსერის ქეშ ვორენის ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრია, მას 5 თვე შეუსრულდა და დედამ მისი ფოტოსესიაც გაგვიზიარა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე ჯესიკას გულშემატკივართა კომენტარები არ წყდება.
ჰეისი ახალ წელს დაიბადა. ბედნიერმა მშობლებმა მაშინ კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ უკეთეს საჩუქარს ვერც ინატრებდნენ. ისინი ვაჟიშვილის გაჩენას მოუთმენლად ელოდნენ. ჰეისის 2 უფრო და - ჰევენი და ონორი ჰყავს.