წყვილმა მათი ურთიერთობა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა.
ახლა უკვე ცნობილია, რომ არიანა გრანდე Saturday Night Live (ღამის შოუს) ვარსკვლავს, მსახიობსა და კომიკოსს პეტ დევიდსონს ხვდება.
ჭორები მათი ერთად ყოფნის შესახებ მაისის ბოლოს გაჩნდა, პეტს კი უკვე ორი ტატუ აქვს, რომელიც მომღერალს მიუძღვნა. ფოტო ტატუ-არტისტმა გამოაქვეყნა.
როგორც ჩანს, მათ ერთნაირი, პატარა ზომის, ღრუბლის გამოსახულების ტატუც აქვთ.
რამდენიმე კვირის წინ, არიანამ დაადასტურა ფაქტი, რომ ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ ის და მისი აწ უკვე ყოფილი შეყვარებული, რეპერი მაკ მილერი დაშორდნენ.
მოგვიანებით, პეტმაც დაადასტურა, რომ ის შეყვარებულს დაშორდა, რომელსაც ისიც ორი წლის მანძილზე ხვდებოდა.